ჩვენს შესახებ

მისია

ორგანიზაციის მისია არის წვლილი შეიტანოს გარემოსა და საზოგადოების წევრთა პროფესიულ თუ პიროვნულ განვითარებაში

მიზნები

  • სხვადასხვა სფეროს მოკლე და გრძელვადიანი პროგრამების განხორციელება, მათ შორის არაფორმალური და ფორმალური განათლება, მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის (LLL) მხარდაჭერა
  • საზოგადოების სასწავლო რესურსებით, გზამკვლევებით, მეთოდოლოგიური დოკუმენტებით მხარდაჭერა
  • სხვადასხვა სფეროში არსებული საუკეთესო პრაქტიკის, თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების, პროფესიონალი ადამიანების იდენტიფიცირება და პოპულარიზაცია
  • ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების დანერგვა, მათ შორის ორგანიზაციული კულტურისა და მართვის თანამედროვე პრაქტიკის პოპულარიზაცია, მხარდაჭერა
  • სახელოსნოების ფუნქციონირების მხარდაჭერა
  • სსსმ და შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრირებისა და მათი საჭიროებების მხარდაჭერა
  • ცხოველებსა და გარემოზე ზრუნვა

ღირებულებები

ორგანიზაციის თითოეული წევრი იზიარებს თანასწორობის, მეგობრობისა და ადამიანთა თავისუფალი არჩევანის პრინციპებს.

ორგანიზაციის წევრობა

ორგანიზაცია არ არის წევრობაზე დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.

ჩვენი სურვილი და ხედვა

ორგანიზაციის წარმომადგენლებს სურთ თავიანთი მრავალმხრივი და მრავაწლიანი გამოცდილების ფართო წრისთვის გაზიარება, სამოქალაქო სექტორისა და გარემოს გაძლიერება-განვითარებაში წვლილის შეტანა.

ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისათვის. მიგვაჩნია და ვნერგავთ მიდგომას, რომ თითოეული იდეა უნდა განხორციელდეს ინდივიდუალურად, დამოუკიდებელი გუნდის მიერ. შესაბამისად, დაინტერესებულები ვართ საინტერესო ადამიანებთან და ორგანიზაციებთან მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი თანამშრომლობით.

ვმუშაობთ გამჭვირვალედ, მიზანდასახულად და მაღალი პასუხისმგებლობით.

ორგანიზაციის მოკლე ბიოგრაფია

ორგანიზაცია დაფუძნდა 2009 წლის 27 ნოემბერს “ფონდი ერმის” სახელწოდებით საქართველოში პედაგოგიკის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით.

2010 წელს ორგანიზაციის მიერ შექმნილმა მასწავლებლის მომზადების პროგრამამ (2 კრედიტიანი) მოიპოვა აკრედიტაცია, საქართველოს მასშტაბით სკოლის მასწავლებელთა პროფესიულ უნარებში გადამზადების მიზნით.

2017 წლის ოქტომბერს ფუნქციონირება დაიწყო და ორი წლის განმავლობაში მუშაობდა საბავშვო ბაღი, რომელშიც ინტეგრირებულად შეფერხებული ბავშვების მომსახურებასაც ვეწეოდით. მოგვიანებით მუშაობა შეჩერდა და კორონავირუსის შემდგომ საბავშვო ბაღს მუშაობა არ განუახლებია.

2025 წელს განახლდა ორგანიზაციის სტრუქტურა, შეიცვალა ორგანიზაციის დასახელება, განისაზღვრა მისია და გაფართოვდა მიზნები.