პრაქტიკული, ონლაინ კურსი
ლოგისტიკა, საბაჟო საქმე, შესყიდვები
კურსის მიზანია გადაზიდვა-ტრანსპორტირების, საბაჟოსა და შესყიდვების სფეროსთვის მოამზადოს პრაქტიკოსი კადრები, რომლებიც შეძლებენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მუშაობას და რეალურ სამუშაო პროცესში საჭირო დოკუმენტებისა და პროცედურების სწორად შესრულებას.
ვისთვის არის ეს კურსი?
- 18 წელზე მეტი ასაკის ნებისმიერი ადამიანისათვის.
- არ მოგეთხოვებათ რომელიმე სფეროს ცოდნა.
რატომ ჩვენთან?
კურსის წამყვანი ლექტორი არის 15 წლიანი გამოცდილების პრაქტიკოსი, რომელიც ჩართულია არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო დონეზე არსებულ პრაქტიკაში. სწავლების მთავარი საფუძველი არის პრაქტიკული გამოცდილება — რეალური მაგალითები, რეალური დოკუმენტები და რეალური სამუშაო სიტუაციების განხილვა.
კურსის უპირატესობები:
- პრაქტიკული სწავლება რეალურ მაგალითებზე
- რეალური დოკუმენტების შევსება და ანალიზი
- გადაწყვეტილებების მიღება რეალური სამუშაო სიტუაციების საფუძველზე
- ინტერაქტიული ფორმატი და აქტიური ჩართულობა
- სწავლების პროცესი მორგებული თითოეული მსმენელის საჭიროებაზე
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ექნებათ არა მხოლოდ ცოდნა, არამედ პრაქტიკული უნარები, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს თავდაჯერებულად იმუშაონ ლოგისტიკის, საბაჟოსა და შესყიდვების სფეროში.
შედეგები
კურსის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული შეძლებს:
- მოქმედი რეგულაციების შესაბამისად საბაჟო დოკუმენტაციის მომზადება-წარმოებას
- გადაზიდვისთვის საჭირო სატრანსპორტო დოკუმენტაციის სწორად შევსება-გამოყენებას
- მხარეებს შორის, საერთაშორისო სავაჭრო სტანდარტების (Incoterms) საფუძველზე, პასუხისმგებლობების სწორ განაწილებას
- საერთაშორისო გადაზიდვის პროცესის დაგეგმვა-მართვას
- შესყიდვების სრული ციკლის მართვას, მომწოდებლის შერჩევიდან კონტრაქტის გაფორმებამდე
- ლოგისტიკის, საბაჟოსა და შესყიდვების პროცესში, რეალურ სამუშაო სიტუაციებისას, პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღებას
- გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.
- საუკეთესო მსმენელზე გაიცემა წერილობითი რეკომენდაცია დასაქმებისთვის.
კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
- იმპორტ/ექსპორტის + საბაჟო დოკუმენტაცია
- HS კოდები + საბაჟო გადასახადები
- დეკლარირება + საბაჟო კონტროლი და რისკები
- გადაზიდვის ტიპები + სატრანსპორტო დოკუმენტები
- Incoterms 2020 + პასუხისმგებლობების გადანაწილება
- დაზღვევა + ლოგისტიკური ხარჯების ოპტიმიზაცია
- შესყიდვების ციკლი + დაგეგმვა
- მომწოდებლის შერჩევა + ტენდერები
- ხელშეკრულებები + მარაგების მართვა
დასაქმება
კურსის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს ექნებათ შესაძლებლობა:
- თვითდასაქმდნენ და იმუშაონ დისტანციურად ან შერეული ფორმატით რამდენიმე კომპანიასთან, როგორც ლოგისტიკის, საბაჟო ან შესყიდვების პროცესების დამხმარე სპეციალისტებმა
- დასაქმდნენ სხვადასხვა სფეროში მოქმედ კომპანიებში, სადაც საჭიროა იმპორტ–ექსპორტისა და ლოგისტიკური პროცესების მართვა, მაგ: სავაჭრო და სადისტრიბუციო კომპანიებში
- შესყიდვების (Procurement) მიმართულებით სხვადასხვა ორგანიზაციაში
- საბაჟო სფეროში
- ადგილობრივ და საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო კომპანიებში
- ონლაინ ვაჭრობისა და ელექტრონული კომერციის კომპანიებში
- იმპორტ–ექსპორტის კომპანიებში
- საწარმოო კომპანიებში
კურსზე მიღებული პრაქტიკული ცოდნა საშუალებას მისცემს კურსდამთავრებულებს სწრაფად ჩაერთონ სამუშაო პროცესში და ეფექტურად მართონ ლოგისტიკის, საბაჟოსა და შესყიდვების მიმართულებით არსებული ამოცანები.
დაიწყეთ კარიერა სწრაფად მზარდ სფეროში!

კურსის დეტალები
ხანგრძლივობა
1,5 თვე
ონლაინ ლექციების რაოდენობა
12
დღეები
სამშაბათი, ხუთშაბათი
20:00 - 22:00 საათი
ფასი
1200 ლარი
ანგარიშსწორება 2 ეტაპად:
- სწავლის დაწყებამდე: 700 ლარი
- მე-4 კვირას: 500 ლარი