
ტექნოლოგიების განვითარება და შრომის ბაზრის ახალი მოთხოვნები
ავტორი: ადმინისტრაცია•20 მარტი, 2024
თანამედროვე მსოფლიოში ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება ზოგიერთი პროფესიის გაუქმებას, ზოგის კი ახალი ფორმით დაბადებას იწვევს. ავტომატიზაცია და ხელოვნური ინტელექტი რუტინულ საქმეებს ცვლის, ხოლო ადამიანებს უფრო შემოქმედებითი და ციფრული უნარები სჭირდებათ. შესაბამისად, მნიშვნელოვანი გახდა ნებისმიერ პროფესიაში მუდმივი განვითარება ან პროფესიის ცვლილება, ამავე დროს პიროვნული ზრდა.
დღითიდღე მზარდია მოთხოვნა პრობლემის გადაჭრის, ანალიზის, ეფექტური კომუნიკაციის, გუნდში მუშაობის უნარების მიმართ, დიდი როლი ენიჭება თვითშეფასებასა და განვითრებისკენ სწრაფვას. ჩვენი გუნდი, პერიოდულად შემოგთავაზებთ პროფესიებისა და უნარების შესახებ სიახლეებს.