Shuttle – ინოვაციური მიდგომა დასაქმებისა და მეწარმეობის ხელშეწყობაში

Shuttle – ინოვაციური მიდგომა დასაქმებისა და მეწარმეობის ხელშეწყობაში

ავტორი: ადმინისტრაცია15 მარტი, 2024

ორგანიზაცია Action Against Hunger-მა (ესპანეთი) შეიმუშავა Shuttle მეთოდოლოგია, რომელიც მიზნად ისახავს სოციოეკონომიკურად დაუცველი ჯგუფების დასაქმებისა და მეწარმეობის ხელშეწყობას. აღნიშნული მიდგომა აერთიანებს ტექნიკურ ცოდნას, ინოვაციურ ბიზნეს მოდელირებას და რბილი უნარების განვითარებას.

Shuttle მეთოდოლოგია ესპანეთში შეიქმნა 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდგომ, მასშტაბური უმუშევრობის შემცირების და სოციალური ინკლუზიის გაზრდის მიზნით. წარმატებული შედეგების შემდეგ, მეთოდოლოგია სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა – მათ შორის საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში. მისი მთავარი მიზანია მოწყვლადი ჯგუფების (ახალგაზრდები, ქალები, იძულებით გადაადგილებულნი და სხვ.) დასაქმება, მცირე ბიზნესის წამოწყების ხელშეწყობა და სოციალური ბარიერების დაძლევა.