
უპატრონო, მიკედლებულ ცხოველებზე ზრუვნა
ავტორი: ადმინისტრაცია•15 ოქტომბერი, 2023
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ხორციელდება უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) საჭიროებებზე ზრუნვა. უწყება მოსახლეობას მოუწოდებს, დატოვოს შეტყობინება აჭარის, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში უპატრონო ცხოველების ადგილმდებარეობის შესახებ ცხელ ხაზზე 15-01, ითანამშრომლოს პროგრამის ფარგლებში შექმნილ სპეციალურ ეკიპაჟებთან. უზრუნველყოფილი იქნება:
- ცხოველების თავშესაფარში გადაყვანა
- კასტრაცია-სტერილიზაცია
- დიაგნოსტიკური ტესტირება
- თავშესაფარში დროებით დაყოვნება
- საჭიროებისამებრ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია
- იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია
ვეტერინარული მანიპულაციების ჩატარების შემდეგ, ეკიპაჟები უზრუნველყოფენ ცხოველის ბუნებრივ არეალში დაბრუნებას.
პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია 9000 უპატრონო/მიკედლებული ცხოველებისთვის ზემოაღნიშნული მანიპულაციების ჩატარება.