
პროფესიების კლასიფიკატორი
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ, 1958 წლიდან დღემდე, გამოიყენება პროფესიების საერთაშორისო კლასიფიკატორი (ISCO). იგი აერთიანებს მსოფლიოში არსებული ყველა პროფესიასა და თითოეული მათგანის მოვალეობების აღწერას. საქართველოში 2016 წელს დამტკიცებული დოკუმენტი "ეკონომიკური საქმიანობის სახეები" ეყრდნობა აღნიშნულ კლასიფიკატორს.
ამჯერად მიმდინარეობს ISCO 2008 წლის ვერსიის განახლება. ტექნოლოგიების განვითარებამ ბევრი პროფესია არსებითად შეცვალა ან გააუქმა. ცვლილებების განხილვა დაგეგმილია 2028 წელს. ILO-ს ინფორმაციით განახლებული ვერსია 2030 წლისათვის გახდება ცნობილი.
საინტერესოა 2030 წლისათვის რა პროფესიები შენარჩუნდება და როგორი იქნება მათი აღმწერები. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ და პერიოდულად ინფორმაციას გაგიზიარებთ.
📌 წყარო: ILO – https://isco.ilo.org