უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების სერია - III

უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების სერია - III

ავტორი: ადმინისტრაცია30 იანვარი, 2025

2026 წლიდან საფუძველი ჩაეყარა სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის შექმნას. ამ დრომდე, ქვეყანაში არსებობდა სსიპ - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი, რომელსაც ჩაანაცვლებს აღნიშნული აკადემია. სასწავლო ცენტრი ახორციელებდა მხოლოდ მოკლევადიან კურსებს. ხოლო, აწ უკვე აკადემია დაინტერესებულ პირებს შესთავაზებს უსაფრთხოების სფეროს სამაგისტრო პროგრამას, ასევე უსაფრთხოების სპეციალურსა და მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებს.

წყარო - "უმაღლესი განათლების შესახებ კანონი".